ლირიკა
ჩემი სახელია ლენა ბერეზინა, ვარ 46 წლის.
ბოლო 4 წელია ვცხოვრობ საქართველოში. თინათინ მჟავანაძესთან ერთად დავაარსე ტურისტული კომპანია, რომელის სამეგობრო გამაერთიანებლად იქცა. ჩვენი ტურისტები ბრუნდებიან ისევ და ისევ და ისინიც მეგობრობენ. შეიძლება ნახოთ აქ.?
მე მყავს ხუთი ძაღლი და 2 კატა. უსაყვარლესი დარაჯი ბუსია ჩამოვიდა მოსკოვიდან. ხვანცალა, მენგირი, ფანია და განძი - ქუჩიდან არიან აყვანილნი. კატა-მამასახლისი სახელად მამაი პეტერბურგიდან ჩამოვიდა, კნიაზი ვასო ნადირაძე კი მობრძანდა ღობის ქვეშიდან.
მე მათზე ბევრს ვწერ ჩემს ფეისბუკ-გვერდზე tbiliclub.com



სინამდვილე
უპატრონო ძაღლებს საქართველოში სჭირდებათ დახმარება. სამწუხაროდ, აქაურ სოფლებში, როგორც, ალბათ, დანარჩენ მსოფლიოშიც, ძაღლების მიმართ ძალიან პრაქტიკული დამოკიდებილებაა. თითქმის არავინ არ აჭმევს უცხო ძაღლს, რომელიც კაცმა არ იცის, საიდან მოვიდა. დაკარგული და ქუჩაში გაჩენილი ძაღლები გროვდებიან ტრასასთან - კაფეებთან, გასამართებთან, იმიტომ რომ იქ შანსი მაინც არის ლუკმა პური იშოვონ მოგზაურების ხელიდან.
საქართველოში ბევრი ადამიანია ცხოველების გადარჩენით დაკავებული, მაგრამ ძალა და ხელები არ ყოფნით. თუ თბილისში და ბათუმში შეხვდებით საკმაოდ მოსუქებულ ჯანმრთელ ძაღლებს, ყურზე ყვითელი ბირკით - ესე იგი აცრილი და ჩიპირებულია - ქალაქ გარეთ გზის პირას ხეიბარი და ჩონჩხისებრი ცხოველები დახეტიალობენ. ისინი ადამიანებისგან ელიან დახმარებას - ძაღლის ბუნება ასეთია, ადამიანზეა დამოკიდებული. მე საშინელ სირცხვილს განვიცდი, ამ საცოდავ არსებებს როცა ვხედავ.
ჩემი საკუთარი საცხოვრებელი არა მაქვს, დაქირავებულ ბინაში მეტს ვეღარ მოვიყვან. შემიძლია მხოლოდ ვაჭამო მათ, სადაც ვნახავ.
და ამიტომაც გაჩნდა იდეა.


 იდეა
თავშესაფარი პრობლემას არ წყვეტს. ძაღლები იქ გროვდებიან,  არც პატრონთან ცხოვრობენ და არც თავისუფლებაში. სხვა ქვეყნებში გაყვანა პრობლემატურია  - მკაცრი კანონმდებლობა წელავს ამ პროცესს თვეებით. არც ბევრი ადამიანია მზად ზრდასრული ცხოველის ასაყვანად ან ნახევარი წელი ელოდოს მათ ჩამოსვლას.
რა თქმა უნდა, ჩვენი იდეა პრობლემას არ გადაწყვეტს,  რეალისტები ვართ, მაგრამ თუ შესაძლებელია რამე მაინც გავაკეთოდ - ეს უნდა გავაკეთოდ. იმიტომ რომ შეგვიძლია.
გასვლითი სამსახური  - საჭიროა სასწრაფო დახმარების მზგავსად აღჭურვილი მანქანა.
საკვები, პრეპარატები, ლაპაროსკოპიული სტერილიზაციის აღჭურვილობა. საკუთარი ბაზა მოხალისეების განსათავსებლად, პრეპარატების და აღჭურვილობის შესანახად, ავადმყოფი ძაღლების კარანტინის ადგილი.
ასეთი რესურსით შესაძლებელი იქნება დახმარების ადგილზე გაწევა: გზის პირა კაფეებთან თუ გასამართ სადგურებთან და ა.შ. განსაკუთრებულ შემთხვევაში სამკურნალოდ წაყვანა. თუ მოიძებნა პატრონი - ხომ კარგი, თუ არა და - თავის ადგილას დაბრუნება და კურირება.

მისია
დიდხანს ვარჩევდი ლამაზ სიტყვებს მისიის ფორმულირებისთვის. ბოლოს გადავწყვიტე დამეწერა მოკლედ და ღიად: ცოცხალი არსება არ უნდა იტანჯებოდეს შიმშილისგან და ტკივილისგან.
ზაღლები - ცოცხალი არსებები არიან. ესეც მთელი მისია.
 
რა არის აუცილებელი პირველი შეხედვით
სახლი მოშორებით: ძაღლები ყეფენ და მეზობლებს აწუხებენ. არავისთან კონლიქტები არ გვინდა.
სასწრაფო დახმარების მანქანა.
საკვები და ყველანაირი პრეპარატები.
 
განვითარება
როგორც კი ეს იდეა გავაჟღერე, სამყარო თითქოს ამას ელოდებოდა და ეგრებე კარები გახსნა. უდიდესი მხარდაჭერა წამოვიდა მეგობრებისგან და ჩვენი დამეგობრებული ტურისტებისგან.
პირველმა თანხა ჩემმა შვილმა გამომიგზავნა სიტყვებით :“დედა, მიდი მიაწექი!“
მერე წამოვიდა გადარიცხვები, წარმატების სურვილები.
სამ დღეში მოგროვდა ორი ათას დოლარზე მეტი და მოიძებნა შესაბამისი გასაყიდი სახლი, თანაც განვადებით. თითქმის უკაცრიელ ადგილას, მაგრამ თბილისთან  და ვეტერინარულ დახმარებასთან ახლოს. 
მანქანაც კი მოიძებნა, სახლთან მისასვლელად.
თბილიკლუბის წევრების მხარდაჭერამ და დახმარებამ გამაოცა და გონება გამიფართოვა.

 

რა ხდემა ამჟამად და რა თანხებზეა საუბარი
ვარეგისტრირებთ არაკომერციულ ორგანიზაციას “Dogs ambulance. Homeless dog's help club.” ეტყობა, კლუბის ფორმით არსებობა არის ჩვენთვის ყველაზე მისაღები.
შეტანილია პირველი შენატანი (გირაო) სახლის შესასყიდათ. ეს სააგარაკე ადგილია, მის იქეთ ყანები და მინდვრებია. ინტერნეტი არ არის, მაგრამ წყალი და შუქია.
სახლი ღირს 10 ათასი დოლარი. პირველადი რემონტი, შეშა, ვოლიერების მოწყობა დაჯდება 5 ათასამდე.
სასწრაფო დახმარების მანქანაც საშუალოდ 5 ათასო დოლარი ჯდება. აღჭურვილობაზე ცალკე ვისაუბრებთ ვეტერინარებთან.
ჯამში ამჟამად საჭიროა 20 ათასი დოლარი.
ჩვენაც ჩავდებთ ამ საქმეში საკუთარ შემოსავლებს.
ნაკვეთის საფასურის ნახევარი შესატანია ივლისამდე, სასურველია მინიმალური რემონტი, რომ დავიწყოდ სამუშაო.
ამ პროექტის დასახმარებლად ჩავრთეთ წინა პროექტი  http://www.tbiliclub.com/dzaglitour
*ამ წუთისთვის შეგროვილია 5 ათას დოლარამდე. მოგვიანებით თანხას დავაზუსტებთ. თანხები შემოდის 4 ვალუტაში. სახლის პირველი გადასახადი შეტანილია.

 




 რა იქნება ეს საბოლოოდ
ბაზა “Dog’s ambulance”-სთვის.
მოხალისეების განსათავსების ადგილი - უკვე ბევრია მსურველები.
სახლი ჩემთვის და ჩემთან მცხოვრებთათვის, ავადმყოფი ძაღლი ამ ლეკვისთვის, რომელიც კიდევ შემხვდება.
როცა გავმდიდრდებით, მანსარდას გავარემონტებთ და იქ დავპატიჟებთ თბილიკლუბის წევრებს. საშინაო ბიბლიოთეკას გავხსნით! სადაც „რობინზონ კრუზო“ და „მუმი-ტროლები“ იქნება.
ჩვენ უკვე გვყავს თანამოაზრეები, გულშემატკივრები, მოხალისეები.
ჩვენთან ბრწყინვალე ვეტერინარები თანამშრომლობენ.
სულ ეს არის.
თუ ვენმეს გსურთ ფულით დაგვეხმაროთ, შესაძლებელია გამოიყენოთ PeyPal     tbiliclub@gmail.com
ალფა-ბანკის რუბლის ბარათი  5486732025771957
საქართველოს ბანკი   Elena Artemeva GE06BG0000000101398488